Google-ის სასტუმროების ცენტრი

მომსახურების პირობები

 

Google-ის სასტუმროების ცენტრის ეს მომსახურების პირობები („პირობები“) შეთანხმებულია Google Ireland Limited-სა („Google“) და იმ ერთეულს შორის, რომელიც ასრულებს აღნიშნულ „პირობებს“, ან ეთანხმება მას ელექტრონულად („სამოგზაურო პარტნიორი“).  აღნიშნული პირობები არეგულირებს სამოგზაურო პარტნიორის მხრიდან Google-ის სასტუმროების ცენტრის გამოყენების წესებს, მასთან დაკავშირებული სერვისების, ფუნქციებისა და შესაძლებლობების ჩათვლით („სერვისები“) (i) რომლებიც ხელმისაწვდომია აღნიშნული „პირობების“ ფარგლებში სამოგზაურო პარტნიორისთვის გადაცემული ანგარიშ(ებ)ის მეშვეობით („ანგარიშები“) ან (ii) რომლებიც გამომდინარეობს აღნიშნული „პირობებიდან“ (კოლექტიურად — „სასტუმროების ცენტრი“). 

 

1. სასტუმროების ცენტრით სარგებლობა.  სამოგზაურო პარტნიორს შეუძლია სასტუმროების ცენტრზე განათავსოს მონაცემები, არხები ან სხვა კონტენტი („კონტენტი“) სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მათ შორის, Google API-ების მეშვეობით. სამოგზაურო პარტნიორი თანახმაა განათავსოს კონტენტი ყველა იმ ინსტრუქციისა და სპეციფიკაციის დაცვით, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახდა Google-ის მიერ. Google-მა შესაძლოა ხელმისაწვდომი გახადოს ფუნქციონალობა, რომელიც სამოგზაურო პარტნიორს საშუალებას მისცემს, შეასრულოს ექსპორტი, განათავსოს ბმული, გადაიტანოს ან სხვაგვარად ისარგებლოს სასტუმროების ცენტრის კონტენტით Google-ის სხვა სერვისებზე. ასეთ შემთხვევაში, Google-ის სხვა სერვისებზე გავრცელებული მომსახურების პირობები, დაარეგულირებს სამოგზაურო პარტნიორის მიერ აღნიშნული სერვისით სარგებლობას. ამასთანავე, სამოგზაურო პარტნიორის მიერ სასტუმროების ცენტრით სარგებლობა დარეგულირდება ამ „პირობებით“. თუ სამოგზაურო პარტნიორი გადაწყვეტს, ისარგებლოს სასტუმროების ცენტრის არჩევითი სერვისებით, შესაძლოა ვალდებული იყოს დაეთანხმოს ცალკეულ პირობებს, რომლებიც სპეციფიკურია ამ სერვისებისთვის  სასტუმროების ცენტრის სერვისებიდან ზოგიერთი იდენტიფიცირებულია, როგორც „ბეტა“ ან როგორც სხვაგვარად მხარდაუჭერელი ან კონფიდენციალური („ბეტა ფუნქციები“).  სამოგზაურო პარტნიორი ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალურობა არასაჯარო ბეტა ფუნქციებთან დაკავშირებულ პირობებსა და ინფორმაციაზე, რომელიც ეხება ან ადასტურებს მათ არსებობას.  Google-სა და მასთან აფილირებულ პირებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს შეაჩერონ, შეცვალონ ან შეწყვიტონ სერვისის, მათ შორის, ბეტა ფუნქციების, მიწოდება.  აღნიშნული „პირობებით“, „აფილირებული პირი“ გულისხმობს ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს, არის კონტროლირებული ან პერიოდულად ექვემდებარება კონტროლს Google-თან ერთად.

 

2. ანგარიში.  სამოგზაურო პარტნიორის მიერ სასტუმროების ცენტრით სარგებლობა შესაძლებელი ხდება Google-ის მიერ ერთი ან მეტი ანგარიშის შექმნითა და დადასტურებით.  ანგარიშის დასადასტურებლად Google-მა შესაძლოა სამოგზაურო პარტნიორს პერიოდულად მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, იურიდიული პირის დასახელება, ბიზნეს-შეთავაზება, ძირითადი საკონტაქტო პირი, ტელეფონის ნომერი, მისამართი და შესაბამისი დომენები. სამოგზაურო პარტნიორი პასუხისმგებელია მის მიერ სასტუმროების ცენტრით სარგებლობაზე, მათ შორის, ანგარიშებზე წვდომასა და მათ გამოყენებაზე, სასტუმროების ცენტრზე ანგარიშების მეშვეობით განთავსებულ კონტენტზე და ანგარიშების მომხმარებელთა სახელებისა და პაროლების დაცვაზე.

 

3. წესები

a. სამოგზაურო პარტნიორის მიერ სასტუმროების ცენტრით სარგებლობა ექვემდებარება: (i) Google-ის მოქმედ წესებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მისამართზე: https://support.google.com/hotelprices/topic/11077677 , ყველა სხვა წესს, რომელიც სამოგზაურო პარტნიორისთვის Google-ის მიერ გახდა ხელმისაწვდომი და შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს (ერთობლივად, „წესები“), (ii) ამ „პირობებს“ და (iii) სამოგზაურო პარტნიორის შესაბამის მოქმედ კანონმდებლობას.

b. სასტუმროების ცენტრთან დაკავშირებით (i) Google დაიცავს Google-ის კონფიდენციალურობის დებულებას, რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე:google.com/policies/privacy (ექვემდებარება პერიოდულ ცვლილებას) და (ii) Google და სამოგზაურო პარტნიორი ეთანხმებიან Google-ის მონაცემთა დამმუშავებელსა და პარტნიორის მონაცემთა დამმუშავებელს შორის მოქმედ პირობებს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე:https://privacy.google.com/businesses/gdprcontrollerterms/ („მონაცემთა დაცვის პირობები“).  Google არ ცვლის მონაცემთა დაცვის პირობებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ცალსახად ნებადართულია მონაცემთა დაცვის პირობების ფარგლებში.

 

4. სამოგზაურო პარტნიორის კონტენტი.

a. სამოგზაურო პარტნიორი Google-ს ანიჭებს შეუქცევად უფასო ლიცენზიას მსოფლიო მასშტაბით, რომ გამოიყენოს მისი კონტენტი (რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები) Google-ის ან მასთან აფილირებული პირების პროდუქტებსა და სერვისებთან დაკავშირებით ამგვარი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით. სამოგზაურო პარტნიორი თანახმაა, რომ Google-მა შეიძლება ეს უფლებები ქველიცენზიით გადასცეს აფილირებულ პირებსა და კონტრაქტორებს, რომლებიც გარკვეულ სერვისებს ასრულებს Google-ისთვის; ასევე, ამ უფლებების გადაცემა შეუძლია Google-ის მომხმარებლებისთვის, რომ მათ შეძლონ ამ კონტენტის გამოყენება Google-ისა თუ მასთან აფილირებული პირების პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით.

b. თუ სამოგზაურო პარტნიორის მიერ მოწოდებული კონტენტი შეიცავს URL-ებს ან მსგავს კონტენტს, სამოგზაურო პარტნიორი, ამგვარად, Google-ს გადასცემს URL(ებ)-ზე და ამ URL(ებ)-ის მეშვეობით ხელმისაწვდომ კონტენტზე წვდომის, ინდექსირების, ქეშირებისა თუ დათვალიერების უფლებას („დანიშნულების ადგილები“).  მაგალითად, Google-მა შეიძლება გამოიყენოს ავტომატური პროგრამული უზრუნველყოფა, ამგვარი URL-ების მოძიებისა და გაანალიზების მიზნით.  სამოგზაურო პარტნიორი თანახმაა, Google-ის ან მასთან აფილირებული პირების მიერ „დანიშნულების ადგილებიდან“ შეგროვებული კონტენტი ჩაითვალოს კონტენტად და მიჩნეულ იქნას ასეთად, წინამდებარე „პირობების“ თანახმად.

c. სამოგზაურო პარტნიორი, სასტუმროების ცენტრით სარგებლობისას, Google-ის მიერ კონტენტის ავტორიზებული გამოყენების ფარგლებში, Google-ს ანიჭებს უფლებას, გამოიყენოს ნებისმიერი სავაჭრო ნიშანი, სერვისის სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო სახელი, საკუთრებაში არსებული ლოგოები, დომენის სახელები და სხვა ნებისმიერი წყარო ან ბიზნესის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

 

5. ტესტირება.  სამოგზაურო პარტნიორი ავტორიზაციას ანიჭებს Google-სა და მასთან აფილირებულ პირებს: (ა) სამოგზაურო პარტნიორის გაფრთხილების გარეშე პერიოდულად განახორციელონ ტესტირება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სამოგზაურო პარტნიორის მიერ სერვისებით სარგებლობაზე (მათ შორის, რაც ეხება დანიშნულების ადგილებს, ხარისხს, რეიტინგს, ეფექტურობას, ფორმატსა და სხვა კორექტირებებს); და (ბ) მოახდინოს დანიშნულების ადგილების მიღების და ანალიზის, აგრეთვე, წვდომისთვის საჭირო სატესტო ავტორიზაციის მონაცემების შექმნის ავტომატიზება.

 

6. გარანტიები.  

a. თითოეული მხარე გარანტიას იძლევა, რომ მას აქვს ამ „პირობების“ შესრულების სრული ძალაუფლება და უფლებამოსილება.

b. სამოგზაურო პარტნიორი გარანტირებულად აცხადებს, რომ: 

i. ის ფლობს და უზრუნველყოფს მე-4 სექციაში მითითებული ლიცენზიებისა და ნებართვების გადაცემას; 

ii. ის არ გააზიარებს ისეთ კონტენტს, რომელიც არღვევს წესებს, მოქმედ კანონს ან კონფიდენციალურობის ნებისმიერ მოქმედ დებულებას, ან არ დაარღვევს მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ უფლებას; 

iii. ის ფლობს ყველა საჭირო უფლებას და Google-ისთვის ხელმისაწვდომს ხდის კონკრეტული ინდივიდის შესახებ ან მის მიერ შეგროვილ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ექვემდებარება მონაცემების კონფიდენციალურობის ან მათი დაცვის შესახებ მოქმედ კანონებსა თუ რეგულაციებს; და

iv. სამოგზაურო პარტნიორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ავტორიზაციები (მათ შორის, პროდუქტთან დაკავშირებული სრული საჭირო ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სამოგზაურო პარტნიორის შემოთავაზებების ჩვენებისთვის) არის და დარჩება სრულყოფილი, სწორი და აქტუალური.

c. მხარეების გარანტიები წინამდებარე პირობებში პირდაპირ არის ჩამოყალიბებული მე-6 სექციაში (გარანტიები). 7(ბ) სექციის შესაბამისად (გამონაკლისი შემთხვევები), მხარეები პასუხს არ აგებენ იმ გარემოებებზე, გარანტიებსა და პირობებზე, რომლებიც ცხადად არ არის ჩამოყალიბებული აღნიშნულ „პირობებში“ (მათ შორის, სავაჭრო ან ნებისმიერი კონკრეტული მიზნით ვარგისიანობის ნაგულისხმევ გარანტიაზე).

 

7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა. სექცია 7-ში (პასუხისმგებლობის შეზღუდვა) „პასუხისმგებლობა“ გულისხმობს ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობას, იქნება ეს კონტრაქტით გათვალისწინებული, დელიქტი (მათ შორის, დაუდევრობა) თუ სხვა მიზეზი, იმის მიუხედავად, არის თუ არა წინასწარ განსაზღვრული ან ნაგულისხმევი მხარეების მიერ.

a. შეზღუდვები. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია მოქმედი კანონმდებლობით და 7(ბ) სექციის შესაბამისად (გამონაკლისი შემთხვევები):

i. არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს აღნიშნული „პირობებიდან“ გამომდინარე ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დანაკარგზე ან მოგებაზე (პირდაპირ თუ ირიბად); ან რომელიმე განსაკუთრებული, არაპირდაპირი, შემთხვევითი ან კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე მიღებულ დანაკარგზე (იმის მიუხედავად, იყო თუ არა წინასწარ განსაზღვრული ან ნაგულისხმევი მხარეების მიერ „პირობების“ ძალაში შესვლის თარიღიდან); და

ii. წინამდებარე „პირობებიდან“ გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით, თითოეული მხარის პასუხისმგებლობა მთლიანად შემოიფარგლება £25 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგით 

b. გამონაკლისი შემთხვევები. წინამდებარე „პირობების“ თანახმად, მხარეები პასუხს აგებენ შემდეგი მიზეზების შემთხვევაში:

i. მისი დაუდევრობით, ან თანამშრომლების ან წარმომადგენლების დაუდევრობით გამოწვეული გარდაცვალების ან სხეულის დაზიანების გამო;

ii. თაღლითობის ან თაღლითურად შეცდომაში შეყვანის გამო;

iii. სექცია 8-ით გათვალისწინებული ვალდებულებების გამო (ინდემნიტეტი); ან 

iv. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც პასუხისმგებლობა ვერ გამოირიცხება ან შეიზღუდება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

 

8. კომპენსაცია.  კანონით დასაშვებ ფარგლებში, სამოგზაურო პარტნიორი დაიცავს და მოახდენს Google-ის, მასთან აფილირებული პირების, აგენტების და ლიცენზიარების ყველა პასუხისმგებლობის, ზიანის, დანაკარგის, ღირებულების და საკომისიოს (მათ შორის, სამართლებრივი ხარჯების) და მესამე პირთან დაკავშირებული ნებისმიერი სამართლებრივი საქმის წარმოების ხარჯების კომპენსაციას, რაც შესაძლოა წარმოიშვას ან უკავშირდებოდეს სამოგზაურო პარტნიორის კონტენტს ან დანიშნულების ადგილებს, სასტუმროების ცენტრითა და მასთან დაკავშირებული სერვისებით სარგებლობას ან სამოგზაურო პარტნიორის მიერ ამ პირობების დარღვევას.

 

9. შეწყვეტა.  Google იტოვებს უფლებას, რომ სამოგზაურო პარტნიორს სასტუმროების ცენტრზე, სერვისებსა თუ ანგარიშ(ებ)ზე წვდომა ან მათი გამოყენების უფლება შეუზღუდოს, მოქმედება შეუჩეროს ან შეუწყვიტოს (მთლიანად ან ნაწილობრივ) წერილობითი შეტყობინების საფუძველზე (ან 30 დღით ადრე წინასწარი შეტყობინების მეშვეობით, თუ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ამას), თუ: (ა) სამოგზაურო პარტნიორი არღვევს ამ „პირობებს“, რომელიმე წესს ან შესაბამის კანონ(ებ)ს; (ბ) Google-ს მოეთხოვება ასე მოქცევა, სამართლებრივი მოთხოვნების ან სასამართლო დადგენილების შესაბამისად; ან (გ) Google საფუძვლიანად მიიჩნევს, რომ სამოგზაურო პარტნიორის ქცევა ზიანს აყენებს მას ან პასუხისმგებლობას აკისრებს სხვა სამოგზაურო პარტნიორს, მესამე მხარეს ან Google-ს. თუ სამოგზაურო პარტნიორი ჩათვლის, რომ სასტუმროების ცენტრზე, სერვისებსა თუ ანგარიშ(ებ)ზე წვდომა შეცდომით შეეზღუდა, მოქმედება შეუჩერდა ან შეუწყდა, სამოგზაურო პარტნიორმა უნდა გაასაჩივროს „წესების“ მეშვეობით. სამოგზაურო პარტნიორს უფლება აქვს, შეწყვიტოს ამ „პირობების“ მოქმედება კუთვნილი ანგარიშ(ებ)ის გაუქმებით და სასტუმროების ცენტრით სარგებლობის შეწყვეტით.

 

10. წესებში შეტანილი ცვლილებები.  Google-მა, შესაძლოა, ამ პირობებში გაფრთხილების გარეშე შეიტანოს არაარსებითი ცვლილებები, მაგრამ Google სამოგზაურო პარტნიორებს წინასწარ შეტყობინებას გაუგზავნის არსებითი ხასიათის ცვლილებების შესახებ. პირობების ცვლილებები შევა ძალაში არა რეტროაქტიულად, არამედ ამ გვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში. თუმცა, სამართლებრივი მიზეზებით ან გადაუდებელი სიტუაციებიდან გამომდინარე (როგორიცაა მიმდინარე არასათანადო მოპყრობა) განხორციელებული ცვლილებები ამოქმედდება დაუყოვნებლივ, შეტყობინების გაგზავნისთანავე.

 

11. მარეგულირებელი კანონი; დავის გადაჭრა. ნებისმიერი პრეტენზია ან სარჩელი, რომელიც წარმოიშობა ამ „პირობებიდან“ და სასტუმროების ცენტრიდან ან უკავშირდება მათ, მოექცევა ინგლისის კანონმდებლობის ქვეშ და აღნიშნულ „პირობებსა“ თუ სასტუმროების ცენტრთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან გაუთვალისწინებელი) შემთხვევაში მხარეები დაექვემდებარებიან მხოლოდ ინგლისის სასამართლოს იურისდიქციას]  .  თუ სამოგზაურო პარტნიორი დაფუძნებულია შესაბამისი იურისდიქციის ფარგლებში, მას შეუძლია მოითხოვოს Google-თან და სასტუმროების ცენტრთან ამ „პირობების“ გათვალისწინებით წარმოშობილი დავის მოგვარება შუამდგომლობის მეშვეობით. სამოგზაურო პარტნიორს აქ შეუძლია დეტალური ინფორმაციის მოძიება იმ მედიატორების შესახებ, რომლებთანაც Google-ს სურს თანამშრომლობა; ასევე, ინსტრუქციების მიღება იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო შუამდგომლობის მოთხოვნისთვის. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონით არაა დადგენილი, მედიაცია ნებაყოფლობითია და არც სამოგზაურო პარტნიორი და არც Google არ არიან ვალდებული, გადაჭრან დავა შუამდგომლობის მეშვეობით.

 

12. სხვადასხვა. (ა) წინამდებარე „პირობები“ წარმოადგენს მხარეთა სრულ შეთანხმებას მის საგანთან დაკავშირებით და უპირატესია ყველა უწინარესი ან თანადროული შეთანხმებისა ამ საგნების ჩათვლით, მათ შორის, კონტენტის ლიცენზიის შეთანხმება ან შეთანხმებები Google-სა და სამოგზაურო პარტნიორს შორის იმ კონტენტისთვის, რომელიც გადაეცა სასტუმროების ცენტრს მას შემდეგ, რაც სამოგზაურო პარტნიორმა თანხმობა განაცხადა ამ „პირობებზე“. (ბ) სამოგზაურო პარტნიორი ვალდებულია, თავი შეიკავოს ნებისმიერი საჯარო განცხადებისგან იმ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რომელიც განხილულია ამ „პირობებში“ (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სამართლებრივი ვალდებულება). (გ) ნებისმიერი შესწორება ამ „პირობებთან“ დაკავშირებით, გარდა Google-ის მიერ პირობების მოდიფიკაციისა, სექცია 10-ის თანახმად, საჭიროა შეთანხმდეს ორივე მხარესთან და ცალსახად აღინიშნოს, რომ ხდება ამ პირობების შესწორება. (დ) შეწყვეტის ან დარღვევის ყველა შეტყობინება შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და ადრესატი უნდა იყოს მეორე მხარის იურიდიული დეპარტამენტი (თუ ინფორმაცია იმის შესახებ, ჰყავს თუ არა მეორე მხარეს იურიდიული დეპარტამენტი, უცნობია, მაშინ შეტყობინების ადრესატი უნდა იყოს ძირითადი საკონტაქტო პირი ან სხვა ხელთ არსებული მისამართი). ელწერილი წერილობითი შეტყობინებაა. Google-ის იურიდიული დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შეტყობინებების ელფოსტის მისამართია legal-notices@google.com.  ყველა, სხვა, სამოგზაურო პარტნიორისთვის განკუთვნილი შეტყობინება იქნება შედგენილი წერილობით და გაიგზავნება ელფოსტაზე, რომელიც დაკავშირებულია სამოგზაურო პარტნიორის ანგარიშთან.  Google-ის მისამართით გაგზავნილი ყველა სხვა შეტყობინება იქნება წერილობითი ფორმის და ადრესატი იქნება სამოგზაურო პარტნიორის ძირითადი საკონტაქტო პირი Google-ში ან გამოყენებული იქნება Google-ის მიერ უზრუნველყოფილი სხვა მეთოდი. შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება მიღებისთანავე, როგორც დადასტურებული წერილობითი ან ელექტრონული საშუალებით. შეტყობინების ეს მოთხოვნები არ ვრცელდება სასამართლო დოკუმენტის გადაცემაზე, რომელიც თავის მხრივ რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. (ე) წინამდებარე პირობებით მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობის (ან გამოყენების გადავადების) გამო არცერთი მხარე არ იქნება მიჩნეული, რომ ის ამ უფლებებს თმობს. (ვ) თუ წინამდებარე პირობებით განსაზრვრული რაიმე პირობა სამართლებრივად არაგანხორციელებადად ჩაითვლება, ის უგულებელყოფილი იქნება, ხოლო დანარჩენი წესები იმოქმედებს სრული ძალით. (ზ) სამოგზაურო პარტნიორსს არ აქვს უფლება, განსაზღვროს თავისი უფლებები და ვალდებულებები ამ პირობების ფარგლებში, Google-ის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.  (თ) წინამდებარე პირობები არ ვრცელდება მესამე მხარის ბენეფიციარზე. (ი) წინამდებარე პირობები არ ქმნის რაიმე სააგენტოს, პარტნიორობას, ერთობლივ საწარმოს ან შრომით ურთიერთობას მხარეთა შორის. (კ) სექციები 1, 4, 6-9 და 11-12 ძალაში დარჩება ამ პირობების ვადის გასვლის შემდეგაც. (ლ) არცერთი მხარე ან მათთან აფილირებული პირები არ აგებენ პასუხს მომსახურების ეფექტურობის დაყოვნებასა და შეფერხებაზე, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მხარეებისგან დამოუკიდებელი მიზეზებით.